დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016166 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ,21/01/2015) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესს“ დაემატოს 31 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 31. საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს: ა) უძრავი ქონების პრივატიზებისას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) მოძრავი ქონების პრივატიზებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით) გადაცემისას 20 (ოცი) ლარის ოდენობით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები