„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7-31
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016144
7-31
06/04/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
010260030.35.101.016144
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7-31

2015 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 მუხლის,  2093 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და  27-ე ნაწილების, 240-ე მუხლის, 243-ე მუხლის მე-21 ნაწილის, 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლისა,  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016088) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები;

 

1. შევიდეს ცვლილება დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“

 

2. შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

 

,,ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’ (დანართის №1)“.

მუხლი 2
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები;

 

1. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55მუხლით, 1461 მუხლით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით  გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“

 

2.  შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-3 მუხლის 1-ელ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,1. საჯარო მოხელე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით,1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

 

3. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 555 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“

 

4. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2  პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ.“

 

5. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,3. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – ჟურნალი).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი