ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.174.016076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
03/04/2015
ვებგვერდი, 14/04/2015
310150000.35.174.016076
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/04/2015 - 04/12/2015)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2015 წლის 3 აპრილი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები დანართის 1-ის შესაბამისად. (დანართი 1 თან ერთვის 1(ერთი) ფურცლად)
მუხლი 2
დაევალოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას განახორციელოს კანონით გათავლისწინებული ღონისძიებები.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები

1. სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით) აიკრძალოს სატვირვო ავტომობილების მოძრაობა;
2. ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე  მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით);
3. გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩამდე   მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით);
4. სამეფოს ქუჩის მონაკვეთზე თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით);
5. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე, წერეთლის ქუჩაზე და ლომოურის ქუჩის მონაკვეთზე წერეთლის ქუჩიდან  გარსევანიშვილის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან გარსევანიშვილის მიმართულებით);
6. რობაქიძის ქუჩის მონაკვეთზე დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (დ.ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით);
7. ცხინვალის გზატკეცილზე  მონაკვეთი პაპიტაშვილის ქუჩიდან  კარალეთის დევნილთა  ჩასახლებამდე, ძველსა და ახლად ჩამოყალიბებულ გზებზე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა.
8. მშვიდობის გამზირსა და ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ შუქნიშანზე განხორციელდეს შემდეგი სახის რეგულირება:

    ა) მშვიდობის გამზირიდან მომავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარცხენა ზოლზე მოძრაობა განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირ;

    ბ)   ლიახვის ხიდიდან მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალება  პირდაპირ და მარჯვნივ მოძრაობისას გაეზარდოს   მოძრაობის დრო;

   გ)  შინდისის გზატკეცილის მხრიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარჯვენა ზოლში მოძრაობა განხორციელდეს ყველა მიმართულებით;