ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016072
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
03/04/2015
ვებგვერდი, 14/04/2015
190040000.35.174.016072
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/04/2015 - 04/09/2015)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2015 წლის 3 აპრილი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

 

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და  61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
1. განესაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 2. ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.

გ) ყოველი თვის(20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე) განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრისათვის,  რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი შეხვედრების საოქმო ჩანაწერებით.

3.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს(გარდა თანამდებობის პირებისა), მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამივე ქვეპუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ორს, მას მიეცემა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა 20 პროცენტის გამოკლებით, თუ შეასრულებს მხოლოდ ერთს,  საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.

4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

 

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

6. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“- ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე და თანდართული უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

7. ამ მუხლის მე-6  პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:

ა) ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი,  შეხვედრის თემატიკა და ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).

ბ) საკრებულოს  სხდომების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.

გ) კომისიის სხდომების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე