დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.169.016226 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 თებერვლის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11.02.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016216) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 თებერვლის №13 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამის“, მე-3 თავის მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.“. 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 თებერვლის №13 დადგენილების დანართი 2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. |
|
დანართი 2
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები