დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 06/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016057 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ი1) მითითებას ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ წესის მე-11 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად.“.
2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით (ინვოისით) ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, უარი თქვას ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მოთხოვნაზე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-11–მე-14 პუნქტებით განსაზღვრული წესები.“.
|
| მუხლი 2 |
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე გამოცხადებულ ტენდერებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები