სს "ელექტროიზოლიტი" -ის განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს "ელექტროიზოლიტი" -ის განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სს"ელექტროიზოლიტი"
მიღების თარიღი 06/04/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
14
06/04/2015
ვებგვერდი, 07/04/2015
სს "ელექტროიზოლიტი" -ის განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს"ელექტროიზოლიტი"

სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

 2015 წლის 28 აპრილს 14-00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს “ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. სს “ელექტროიზოლიტის“ რეორგანიზაციის დაწყება.

2. სხვადასხვა.

სს “ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2015 წლის 6 აპრილი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 2015 წლის 28 აპრილი 13.00 სთ.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს ”ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში 2015 წლის 8 აპრილიდან 2015 წლის 28 აპრილამდე ყოველ სამუშაო დღეს 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს “ელექტროიზოლიტის“ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა ან სს “ელექტროიზოლიტის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.

 

სს „ელექტროიზოლიტის“

დირექტორი                                                                       თამაზ ქამხაძე