დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.103.016179 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის, ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 21/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.103.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი მისი გამოანგარიშების და გადახდის წესი. 1. მოსაკრებლის განაკვეთი როგორც წესი, წესდება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება ერთ კომლზე 2 (ორი) ლარის ოდენობით. ხოლო მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებზე 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენზე 10 ლარით და გადასახადი გამოიანგარიშება ნარჩენები დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართის (ან რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე) და ნარჩენის გატანის ღირებულების კომბინაციით. 3. ოჯახსასტუმროების ე.წ. „გესთჰაუზებისათვის“ გადასახადი განისაზღვრება დანართ 1-ის, მე-2 გრაფაში არსებული ობიექტებისათვის განსაზღვრული გადასახადის 50%-ით. შესაბამისად გაეწევათ კვირაში ოჯერადი მომსახურეობა. 4. დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ: ა) ეკლესია-მონასტრები; ბ) ომის ვეტერნების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახები; გ) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის 70000.); ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ხუთი და მეტი შვილი).
მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდი: M =N x C x k :12 მაგ: M = 0,04 x 10 x 1:12 M = 0.03 (1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე) შესაბამისად: M ანუ მიღებული გამრავლდება დაკავებულ ფართზე ან მომხმარებელთა რაოდენობაზე (ადგილი, საწოლი, მოსწავლე). M - არის ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (კუბამეტრი) წელიწადში 1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე თვეში. N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში. C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება. K - დაკავებული ფართი ან მომხმარებელთა რაოდენობა.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მესაკუთრის მონაცემი; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემი; გ) დაწესებულები კატეგორ. გამომდ.ზომის ერთეული (მ2, სკამი, ლოგინი, მოსწავლე და ა.შ); დ) ერთეულის მთლიანი რაოდენობა; ე) გადასახდელი თანხა; ვ) დარჩენილი გადასახადი; ზ) კრედიტი.
“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები