დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.175.016075 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის #11 დადგენილებაში, (matsne.gov.ge 010260020.35.175.016063 30/03/2015)კერძოდ:
1. „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000-დან 70 000 -ის ჩათვლით, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 100(ასი) ლარს; გ) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 70 000 -დან - ზემოთ, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, აღნიშნული ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა, აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულები განსაზღვრული არ არის, კომისიის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.“ 2. მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობა (მაჟორიტარული ოლქების მიხედვით), როდესაც მოქალაქის სარეიტინგო ქულა განსაზღვრული არ არის, დეპუტატი შუამდგომლობს რა მოქალაქეს, პასუხისმგებელია მის მიერ გაცემულ შუამდგომლობაზე’’.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები