„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016209
11
03/04/2015
ვებგვერდი, 14/04/2015
190040000.35.105.016209
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2015 წლის 3 აპრილი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ”  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N34 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 11/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.105.016180) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:

1.  დადგენილების დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორცილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილების მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება  განისაზღვროს 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.“.

2.  დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,მუხლი 4. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  დარიცხვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2015 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია