დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018538 |
153
03/04/2015
ვებგვერდი, 07/04/2015
040030000.10.003.018538
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). |
| მუხლი 2 |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალოს, ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი, მისი დებულების (წესდებების) დამტკიცება და ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ამავე დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქმედი დირექტორის/თანამშრომლების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას, გადანიშვნას/გათავისუფლებას. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები