დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016208 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 24 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს ცვლილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №26 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ 1“ პუნქტი:
,,ქ 1) ზედამხედველობას და კონტროლს, მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე.“ 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ 1“ და ,,ჟ 2)“ პუნქტები: ,,ჟ1)ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებას, მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე. “ ,,ჟ 2) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას, მხარესთან მიმოწერის წარმოებას და მხარის მიერ ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემდგომი რეაგირებისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურზე გადამისამართებას.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები