დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.35.167.016207 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში( www.matsne.gov.ge 21/01/2015, 0102260040.35.167.016189). |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული №1დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-3 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი : ,,12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმელებით დაავადებული მოქალაქეების, რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე ტრანსპორტით უზრუნველყოფა.“ მე-5 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი: ,,13. ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა.“ მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მე- 9 მუხლს დაემატოს მე-15 პუნქტი: ,,15. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; გ) ცნობა ფორმა IV -100 (დედანი); დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც გადის მკურნალობას; ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.“ მე-9 მუხლს დაემატოს მე-16 პუნქტი: ,,16. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-8, მე-9, მე-11, მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნის იქნას, გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ მე-10 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ,,12. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო დახმარებას-გამოკვლევას ან სტაციონალური მკურნალობის, თანადაფინანსებას სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს - 500 ლარი. მედიკამენტების დაფინანსება არაუმეტეს 200 ლარის.“ მე-10 მუხლს დაემატოს მე-16 პუნქტი: ,,16. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - 100 ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯზე).“ |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები