„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016942
36/ნ
17/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
040030000.22.022.016942
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2015 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016792) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

 

1. მე–4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სკოლის მართვის ორგანოებია დირექტორი და სასწავლო პროცესის მართვის საბჭო.”

 

2. მე-6 მუხლის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სკოლის სასწავლო პროცესის მართვისა და ზედამხედველობის მიზნით ქმნის სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს;“

ბ) „ტ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს დებულებას;“

გ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ც) უფლებამოსილია, რომ მის კომპეტენციაში არსებული  გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირების უფლებით გადასცეს სკოლის დირექტორის მოადგილეებს.“

 

3. მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ე) სკოლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის დავალების საფუძველზე ასრულებს სკოლის დირექტორის მოვალეობას;“

 

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სკოლის სასწავლო გეგმის შემუშავება, სასწავლო პროცესის მართვის საბჭოსთვის წარდგენა დასამტკიცებლად და დამტკიცების შემდეგ გეგმის განხორციელება და მონიტორინგი;“

 

5. მე–9 - მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სასწავლო პროცესის მართვის საბჭო

1.  სკოლის სასწავლო პროცესის მართვისა და ზედამხედველობის მიზნით სკოლის დირექტორი ქმნის სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს, რომლის წევრებსაც დირექტორი ათანხმებს სამინისტროსთან;

2. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს შემადგენლობას  ამტკიცებს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით;

3. სასწავლო პროცესის მართვის საბჭო იქმნება 2 წლის ვადით;

4. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრებად ინიშნებიან ქართული ენის სწავლებისა და სახელმწიფო მართვის  სფეროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ასეთი საქმიანობა;

5. სასწავლო პროცესის მართვის საბჭო საქმიანობას ახორციელებს დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით.

 

მუხლი 10. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს ფუნქციები

1. სასწავლო პროცესის მართვის საბჭო

ა)  განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს;  

ბ) წარუდგენს დამტკიცებულ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს დირექტორს გასაცნობად;

გ) განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო-მეთოდურ მასალას;

დ) წარუდგენს დამტკიცებულ სასწავლო-მეთოდურ მასალას დირექტორს გასაცნობად;

ე) საჭიროების შემთხვევაში სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, ასევე სასწავლო მეთოდურ მასალას, დამტკიცებამდე გადასცემს სკოლის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს განსახილველად, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების წარმოდგენა;

ვ) ახორციელებს  სკოლის სასწავლო საქმიანობის, ცალკეული კურსების, მოდულების სწავლების, მასწავლებლების საქმიანობის ეფექტურობის შეფასებას და წარუდგენს შესაბამის დასკვნებს დირექტორს;

ზ) სრული შემადგენლობით მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა და მსმენელთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში.

2. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და მატერიალურად უზრუნველყოფს სკოლა. სკოლა ანაზღაურებს სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრთა მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრების ვალდებულებათა შესრულებასთან.“

 

6. მე-11 მუხლის მე–2 - მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში მრჩეველთა საბჭო დეტალურად ეცნობა შემუშავებულ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, რის შედეგადაც ამუშავებს საკუთარ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, რომელთაც წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს.

3. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში მრჩეველთა საბჭო შეისწავლის სასწავლო–მეთოდურ მასალას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

4. მრჩეველთა საბჭო აანალიზებს სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ცალკეული მოდულების სწავლების სხვადასხვა ასპექტებს, მასწავლებელთა საქმიანობას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე