დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016231 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებით (ვებგვერდი 31/12/2014წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016207) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე 1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (წყალი, დენი, ბუნებრივი აირი); 2.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ.ბოლნისში, აღმაშენებლის ქ.უ/ნ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები (ელ.ენერგია თვეში 250 კვ-სთ, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი, თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ხოლო ზაფხულის სეზონზე 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით); 3.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ოჯახებზე (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს და ელექტრო ენერგიის საფასურს არ უნაზღაურებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო) არსებული დავალიანება (საერთო მრიცხველი ჩვენების მიხედვით) და შემდეგში გახარჯული ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ.ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობაში) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები (ელ.ენერგია თვეში 1000 კვ-სთ, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ხოლო ბუნებრივი აირი თვეში 300 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით); 5.დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მეორე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ : ა)სოხუმის დაცემის დღეს -27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები); ბ) 8 აგვისტოსთვის -აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია); გ) 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომის უშუალო მონაწილეებს (კოდი 100-111-112-113), გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით; დ)სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ - 70%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარისა; ე)დიაგნოსტიკური კვლევებისათვის - არაუმეტეს 300 ლარისა“. |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მეორე მუხლის „გ“ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომლებსაც 57 000-დან 100 000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ 2014-2015 წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრებლად ვარგისი.“ |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები