დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.018534 |
149
03/04/2015
ვებგვერდი, 06/04/2015
140080000.10.003.018534
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2014, 140080000.10.003.018017) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს „11“ მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი11 საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კვებით უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი სხვა თანამშრომლები ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ნორმების ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები