„შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №191 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №191 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018532
147
03/04/2015
ვებგვერდი, 06/04/2015
040170020.10.003.018532
„შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №191 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2015 წლის 3 აპრილი

ქ.თბილისი

 

„შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №191 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №191 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2014, 040170020/10/003/017810) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პირობათა გამოკითხვა - შესყიდვის საშუალება, როდესაც მიმწოდებლის შერჩევა ხდება შემსყიდველის მიერ სათანადოდ შერჩეული პრეტენდენტებისაგან მიწოდებული პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვისა და ზეპირი ვაჭრობის ჩატარების შედეგად;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა

შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ შესყიდვებს ახორციელებს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს მიერ შპს „ენგუჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შემუშავებული და პარტნიორის მიერ დამტკიცებული წლიური ბიზნეს გეგმის შესაბამისად.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.3. პუნქტი:

„1.3. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვას შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბით აღიარებულ მწარმოებლებს ან/და მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ დილერებს და შესყიდვა ხორციელდება მწარმოებელი კომპანიებისაგან ან/და მათი დილერებისგან, ასევე სხვა იურიდიული პირებისგან, რომლებსაც აქვთ მსგავსი მიწოდების განხორციელების გამოცდილება.“.

5. მე-6 მუხლის 2.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4. პირობათა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას, მოწვევა პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისთვის წერილობით ეგზავნება წინასწარ შერჩეულ არანაკლებ 3 პრეტენდენტს.“.

6. მე-6 მუხლის 2.10. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.10. წინადადების გახსნის შემდეგ, კომისია ამოწმებს პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პირობათა გამოკითხვის წინადადების შესაბამისობას ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, აფიქსირებს შემოთავაზებულ ფასებს და ატარებს ზეპირ ვაჭრობას.“.

7. მე-6 მუხლის 2.13 და 2.15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. მე-6 მუხლის 2.14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.14. თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მიენიჭება დისკვალიფიკაცია, ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.“.

9.  მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები

1. ზეპირ ვაჭრობაზე დაიშვებიან ის პრეტენდენტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პირობათა გამოკითხვის წინადადებები აკმაყოფილებენ პირობათა გამოკითხვის წესით მოთხოვნილ დოკუმენტაციას. ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ შეიძლება, გახდეს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი. ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

2. ზეპირი ვაჭრობა ტარდება სამ რაუნდად. ვაჭრობას იწყებს ყველაზე მაღალი ფასის მქონე პირი და ფასების კლებადობის მიხედვით ამთავრებს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პირი.

3. ვაჭრობის თითოეული რაუნდისთვის განკუთვნილია ხუთი წუთი. მე-3 რაუნდის წინ, პრეტენდენტ(ებ)ს უფლება აქვთ, მოითხოვონ ათწუთიანი შესვენება.

4. ზეპირი ვაჭრობის ბიჯი განისაზღვრება 0.5%-დან 2%-მდე, რისი მითითებაც პირობათა გამოკითხვის განცხადებაში სავალდებულოა.

5. ზეპირი ვაჭრობის დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ დგება შედეგების შესაბამისი სხდომის ოქმი.

6. ზეპირი ვაჭრობის დასრულების შემდეგ, კომისია გამარჯვებულ პრეტენდენტს არა უმეტეს 15 დღის ვადაში იწვევს ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად.“.

10. დანართი №1 ჩამოყალიბდეს  თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი