„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.018535
150
03/04/2015
ვებგვერდი, 06/04/2015
470020000.10.003.018535
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №150

2015 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 470020000.10.003.018342) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ი) „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია  ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს“ კომპონენტის ფარგლებში:

ი.ა)  მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს შემდეგი ცხრილით განსაზღვრული ღირებულებებისა

დასახელება

ღირებულება

(ლარი)

1

ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები: აღკვეთის მდგომარეობა (მკურნალობა პლაზმაფერეზით/ან მის გარეშე)

1600

2

ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები: სამედიცინო რეაბილიტაცია

400

                                                                                                                                                                    ;

ი.ბ) მომსახურების ანაზღაურებისას დასაშვებია ამ პუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სერვისების ცალკეულ შემთხვევად დაფინანსება, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

ი.ბ.ა) სამედიცინო რეაბილიტაცია უტარდებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, ვისაც ამავე კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული აქვთ სტაციონარული დეტოქსიკაცია;

ი.ბ.ბ) სტაციონარული დეტოქსიკაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ჩატარებას შორის გასული ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს;

კ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული, ლაბორატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, 2015 წლის პირველი მაისიდან  განახორციელონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ტუბერკულოზის ელექტრონულ მოდულში პროგრამის მოსარგებლეების, მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და გაწეული მკურნალობის თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვა;

ლ) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების კომპონენტის განმახორციელებლად სამინისტროს ნაცვლად განისაზღვროს სააგენტო. სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსთვის ამ კომპონენტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების/ უფლებამოსილებების  ეტაპობრივი გადაცემა, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის პირველ ივნისამდე (გარდამავალი პერიოდი). გარდამავალი პერიოდის განმავლობაში კომპონენტის განმახორციელებლად სააგენტო განისაზღვროს იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილ მხარეთა შორის გაფორმებული იქნება შესაბამისი დოკუმენტები (ხელშეკრულება/შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.), ამასთან:   

ლ.ა) სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული კომპონენტის ფარგლებში შესყიდვების პროცესში აღებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების გადაცემა  სააგენტოსათვის;

ლ.ბ) სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მის ბალანსზე რიცხული მედიკამენტების სააგენტოსთვის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისათვის არსებული ნაშთები (შეძენილი, მიწოდებული საქონელი, გადარიცხული თანხები და ა.შ.);

ლ.გ) სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გარდამავალ პერიოდში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების ჩანაცვლება;

ლ.დ) სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გარდამავალ პერიოდში დასრულებული ტენდერითა და გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების შესრულება;

ლ.ე) გარდამავალ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მიეცეს უფლება სააგენტოს, ამ პუნქტით  გათვალისწინებული  კომპონენტის ფარგლებში შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

მ) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში, დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურება ხორციელდება პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებასთან (სააგენტოსთან) გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.“.

2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში:

ბ.ა) სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ 2013 წელს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდეს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე, „რეფერალური მომსახურების“ პროგრამისთვის 2015 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში;

ბ.ბ) 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების  აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდეს 2015 წლის 1 მაისამდე მიმწოდებელი დაწესებულებების  მიერ  წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე, „რეფერალური მომსახურების“ პროგრამისთვის 2015 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში. ამასთან, სააგენტომ უზრუნველყოს აღნიშნულის  თაობაზე  სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ინფორმირება;“.

3. დანართი 2 (პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 2 - პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები

ნოზოლოგია

ICD კოდი

ღირებულება

(ლარი)

1

ინფექციური

1.1

ბაქტერიული მენინგიტი

A27.8; A32.1; A39.0; A39.2; A39.4; A39.9; G00.0; G00.1; G00.2; G00.3; G00.8; G00.9

2300

1.2

ბაქტერიული მენინგოენცეფალიტი

A02.2; A27.8; A32.1; A39.0; A39.2; A39.4; A39.8; A39.9; G00.0; G00.1; G00.2; G00.3; G00.8; G00.9; G04.2

3200

1.3

ვირუსული მენინგიტი

A87;  A87.0; A87.1; A87.2; A87.9; B00.3; B01.0; B02.1; B05.1; B26.1

750

1.4

ვირუსული მენინგოენცეფალიტი

A80; A83; A84; A85; A85.0; A85.1; A86; A87.2; B00.4; B01.1; B02.0; B05.0; B06.0; B26.2; G05.1*

3000

1.5

ანთებითი პოლინეიროპათიები

A36.8; B02.2;  B26.8; G61; G63.0

3800

1.6

მწვავე ვირუსული ჰეპატიტი

B15.9; B16.1; B16.9; B17; B17.1; B17.2

1500

1.7

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი-პათოლოგიური პროცესის მაღალი აქტივობით (სპეცმედიკამენტების გარეშე)

B18.0; B18.1; B18.2; B18.9

850

1.8

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით (სპეცმედიკამენტების გარეშე)

B18.0; B18.1; B18.2; B18.9

1200

1.9

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით, ასციტით და/ან ენცეფალოპათიით, და/ან ჰეპატორენული სინდრომით (სპეცმედიკამენტების გარეშე)

B18.0; B18.1; B18.2; B18.9

3000

1.10

ბოტულიზმი

A05.1

1400

1.11

სხვა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები

A05; A05.0; A05.2;  A05.3; A05.4; A05.8; A05.9

250

1.12

ნაწლავთა ინფექციები  მიმდინარე ჰემოკოლიტით

A02.0; A03; A04.2; A04.3; A04.4; A04.5; A04.6; A04.7; A06.0; A06.2; A07.0; A09

800

1.13

სხვა ნაწლავთა ინფექციები

A02.0; A03; A04.2; A04.3; A04.4; A04.5; A04.6; A04.7; A06.0; A06.2; A07.0; A09;  A00; A01; A02; A02.1; A02.8; A02.9;  A04; A04.0; A04.1; A04.4; A04.8; A04.9; A06.1; A07.1; A07.2; A07.3; A07.8; A07.9; A08; A08.0; A08.1; A08.2;  A08.3;  A08.4;  A08.5 

380

1.14

სხვა ბაქტერიული ინფექციები

A06.4; B01.8; A20; A21; A21.0; A21.1; A21.2; A21.3;  A21.7;  A21.8; A21.9; A22; A22.0; A22.1; A22.2; A22.7; A24; A25;  A26; A27; A27.0; A27.8; A27.9; A28; A28.2; A32; A35;  A36; A36.0; A36.1; A36.2; A36.8; A36.9; A37; A37.0; A37.1;  A37.9; A38; A46; A48.1; A48.2; A49.3; A49.9; A68; A69;  A69.2; A70; A74; A75-79; A79.9; B05.2; J01; J03;   J03.9; J11.0; J10.0; J15.9; J16.0;L02

880

1.15

ჰემორაგიული ცხელებები

A91; A98.0; A98.5; A98.8; A99

1400

1.16

ჰერპესვირუსული ინფექციები

B00; B01.2; B01.8; B01.9; B02; B25; B27; B27.0; B27.1;   B27.8; B27.9  

1100

1.17

სხვა ვირუსული ინფექციები

A82; B05.2; B05.9; B06; B06.8; B08; B09;  B26; B26.0; B26.3; B34; B34.0; B34.1; B34.3; B34.9;  J05.0; J10; J10.1; J11; J11.1; J12.9; J21.0 

550

1.18

დაუზუსტებელი ცხელება-ჰიპერპირექსია, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

R50; R50.9

1200

2

სეფსისი

2.1

სეფსისი

A40.0-დან A40.9-ის ჩათვლით; A41.0-დან A41.9-ის ჩათვლით; A49.8; A49.9; A54.8; A22.7; A24.1; A26.7; A28.2; A32.7;  B00.7; B37.6; B37.7; I33.0-დან I33.9-ის ჩათვლით; I39.8; O85; P36.0-დან P36.9-ის ჩათვლით; T80.2; T81.4; T88.0

2150

2.2

სეფსისი მძიმე მიმდინარეობით

A40.0-დან A40.9-ის ჩათვლით; A41.0-დან A41.9-ის ჩათვლით; A49.8; A49.9; A54.8; A22.7; A24.1; A26.7; A28.2; A32.7;  B00.7; B37.6; B37.7; I33.0-დან I33.9-ის ჩათვლით; I39.8; O85; P36.0-დან P36.9-ის ჩათვლით; T80.2; T81.4; T88.0

3420

2.3

ქირურგიული მკურნალობა

A40.0-დან A40.9-ის ჩათვლით; A41.0-დან A41.9-ის ჩათვლით; A48.0; A49.8; A49.9; B37.7; T80.2; T81.4

3025

3

პარაზიტოლოგია

3.1

პარაზიტოლოგია (სტაციონარი)

A06;  A07;  A23;   B50 -დან B55-ის ჩათვლით;   B65-დან B67-ის ჩათვლით;  B75

1200

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი