დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.018536 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2015, 340170000.10.003.018452) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურა 1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნტით გათვალისწინებული თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი. 3. 2012-2014 წლებში, შესაბამისი წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში დარჩენილი თანხა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ისათვის, ამ პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის საშუალება. 6. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის საშუალება იმ შემთხვევაშიც, თუ პროექტის ღირებულება, ამ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების გარდა, დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 50%-ით. 7. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს. 8. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები