„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016224
19
03/04/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
010250020.35.108.016224
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2015 წლის 3 აპრილი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 16/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი