დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016444 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით (ვებგვერდი, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ–კ“ ქვეპუნქტები: „ვ) საგამომცემლო საქმიანობა; ზ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; თ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; ი) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; კ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ახორციელებს კანონმდებლობით და აკადემიის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;“. 4. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე და სამართლის სკოლის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, დიპლომი და კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დანართი სტუდენტზე გაიცემა აკადემიის რექტორის მიერ; ე) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური უმაღლესი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე და სამართლის სკოლის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, დიპლომი და კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დანართი სტუდენტზე გაიცემა აკადემიის რექტორის მიერ;“. 5. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. აკადემიის აკადემიური პერსონალი 1. აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები წარმართავენ სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო კვლევებს. 4. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ასისტენტი ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს სამართლის სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. 5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს რექტორი.“. 6. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით, რექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 7. 23-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით, რექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 8. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი–31 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.“. 9. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის სტუდენტი სარგებლობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და აკადემიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.“. 10. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. სტუდენტის/მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა სტუდენტის/მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა ან აღდგენა ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიის რექტორის ბრძანებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები