დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "მაცნე" -ს განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."მაცნე" |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს “მაცნეს” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 23 აპრილს 17 საათზე , ქ. თბილისში, საირმის ქუჩა კორპ. № 4, მოწვეულია სააქციო საზოგადოება “მაცნეს” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2015 წლის 31 მარტი.
დღის წესრიგი:
1. 2014 წლის წლიური ანგარიშის განხილვა;
2. მოგების განაწილების შესახებ;
3. სხვადასხვა
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი. მისამართი: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 74ა ტელ. 225-15-60, 222-53-51.
დირექტორი გიგა მჭედლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები