აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ჯიაიჯი 2007" -ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

  • Word
აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ჯიაიჯი 2007" -ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5733-15
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/5733-15
31/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ჯიაიჯი 2007" -ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/5733-15

 

საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

 წარმოებაში მიღების თაობაზე

 

 

2015 წლის 31 მარტი

. თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს ”ჯიაიჯი 2007”

წარმომადგენელი (დირექტორი): მალხაზ ლომსაძე

 

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”ჯიაიჯი 2007”-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ,

 

ა:

 

შპს ,,ჯიაიჯი 2007”-ის დირექტორმა მალხაზ ლომსაძემ 2015 წლის 26 მარტს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს ,,ჯიაიჯი 2007”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებსგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნას წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, 21- 25-, 26-, და 29- მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

:

 

1. შპს ”ჯიაიჯი 2007”-ის (ს/ნ 200227316) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

6. შეჩერდეს შპს ”ჯიაიჯი 2007”-ის მიმართ იძულებითი აღსრულება.

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2015 წლის 13 მაისს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: .თბილისი, .აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

9. განჩინება გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნესვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (.თბილისი, .აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                    ლაშა ქოჩიაშვილი