„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016944
38/ნ
17/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
040030000.22.022.016944
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №38/ნ

2015 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N72/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2014; სარეგისტრაციო კოდი:  040030000.22.022.016807) და ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება დირექტორმა უზრუნველყოს 2016 წლის აპრილის ჩათვლით.

3. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს 2016 წლის აპრილის ჩათვლით.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე