დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1999-14 (შპს "ჯორჯიან ფორისთის " -ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/1999-14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 24/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/ 1999-14
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
2015 წლის 24 მარტი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე
კრედიტორთა კრებას ესწრებოდნენ:
განმცხადებელი: შპს ,,ჯორჯიან ფორესთის’’ წარმომადგენელი პავლე აბოვიანი;
გაკოტრების მმართველი- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე;
კრედიტორები: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე; სს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი თამარ ბაბილუა
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2015 წლის 21 აპრილს 16:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება;
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე: /გენადი მაკარიძე/
სხდომის მდივანი: /ნოდარი გიორგიძე/
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები