დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.142.016122 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №23 დადგენილება (სსმ, 29 24/09/2010) . |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
|
მუხლი 1.
საკრებულოს აპარატის სტატუსი |
|
მუხლი 2.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი”, წინამდებარე დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. |
მუხლი 3.
აპარატის ძირითადი ფუნქციები |
|
მუხლი 4.
აპარატის სტრუქტურა |
|
მუხლი 5.
აპარატის ხელმძღვანელობა |
|
მუხლი 6.
საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. |
საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან. კ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას. ლ) ორგანიზაციას უწევს პრეს–კონფერენციების, ბრიფინგების, ,,მრგვალი მაგიდების’’, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას. მ) ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს. ნ)ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, უზრუნველყოფს მათ დასწრებას საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე, უზრუნველყოფს მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას. |
მუხლი 7.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე |
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის მითითებებსა და ცალკეულ დავალებებს. |
მუხლი 8.
მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში |
|
მუხლი 9.
მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში |
1. ახორციელებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომების ჩატარების, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომებზე, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას. 3. ორგანიზებას უწევს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომებზე, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას. 4. ორგანიზებას უწევს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას. 5. ხელს უწყობს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში. 6. აწარმოებს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას. 7. საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას.
9. უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების დავალებათა შესრულების კონტროლს.
|
მუხლი 10.
მთავარი სპეციალისტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში |
|
მუხლი 11.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების წესი |
|
მუხლი 12.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები