ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016119
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
31/03/2015
ვებგვერდი, 06/04/2015
210020010.35.142.016119
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/04/2015 - 30/03/2016)

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2015 წლის 31 მარტი

ქ. ნინოწმინდა

 

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ” ქვეპუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

2.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2
განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის  ოდენობით;

ბ) ახალასაშენებელი  საკუთარი  წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის თითოეული გრძივი  მეტრისათვის 0.25  ლარის  ოდენობით,; 

გ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა)  ერთ სულ მოსახლეზე   თვეში 0.20 ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.         

3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებულია სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  - კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; 

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო  ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში    40 000 ლარის ოდენობით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 მარტის №9 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”. (სსმ ვებგვერდი 03.04.2014  წ.).
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი