დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.142.016118 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა: 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახური შედგება სამი განყოფილებისაგან: ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; გ) ტურიზმის და გენდერული თანასწორობის განყოფილება. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე–60 მუხლის, გამგეობის დებულების და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება–მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 4. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 5. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას, მის უფლება–მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს ერთ–ერთი მოსამსახურე.“
„მუხლი 8. სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები
ა) მუნიციპალიტეტში სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბ) სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადების მომზადება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის სამუშაობის დაგეგმვა და მათი განხორცილების კოორდინაცია; დ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის სათანადო სამუშაობის ორგანიზაცია და კოორდინაცია; ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების კოორდინაცია; ვ) პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობა, კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; ზ) ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა და შესაბამისი გარემოს შექმნა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; თ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის აქტიური ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.“
„მუხლი 8¹. ტურიზმის და გენდერული თანასწორობის განყოფილების ფუნქციები
ა) ტურიზმის ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავება, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ტურიზმის და გენდერული თანასწორობის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა; გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გათვალისწინებით არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ახალი პროექტების განხორციელება; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის სფეროში საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასვა სფეროში; ე) გენდერული თანასწორობის ურთიერთობების საკითხთა მოგვარება და გენდერული თანასწორობის ურთიერთობებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.“
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები