„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016116
8
31/03/2015
ვებგვერდი, 06/04/2015
010260030.35.142.016116
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 31 მარტი

ქ. ნინოწმინდა

 

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ნინოწმინდის  საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს N23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე–3 მუხლის მე– 3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებებია:                                                                     

 ა) საქმისწარმოების განყოფილება;                                                                                                         

 ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;                                                               

 გ) საორგანიზაციო განყოფილება;                                                                                                            

დ) ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.“

2. დებულების მე–4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,1. საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციებია:

ა) შემოსული და ადგილზე შექნილი დოკუმენტების აღრიცხვა რეგისტრაცია და დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის;                                                                                                           

ბ)დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;                                                                                               

გ) გასული დოკუმენტების გაგზავნა:                                                                                                  

დ) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად:                                                                   

ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა;                                 

ვ) საქმის წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება;                            

ზ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; 

თ) ელექტრონული საქმისწარმოება.“

3. დებულების მე–4  მუხლს   დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე – 4 პუნქტი:   

„4. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქცებია:

ა) საჯარო მოსამსახურეთა  საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;                    

ბ)მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის  მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა  და კონტროლი,  საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით  დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება, მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

გ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

დ) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის  ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის  ამაღლების ორგანიზება,  სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა, გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა, კონტროლი მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე;

ე)მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი