„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.142.016115
7
31/03/2015
ვებგვერდი, 06/04/2015
010260020.35.142.016115
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2015 წლის 31 მარტი

ქ. ნინოწმინდა

 

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის 2¹ მუხლი:

„მუხლი 2¹. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენება.

1. გამგეობას აქვს მუნიციპალიტეტის გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.

2. გამგებლის ცალკეული უფლებამოსლების განხორციელებისათვის და მისი თანხმობით თანამდებობის პირებს ეძლევათ უფლება გამოიყენონ საქმისწარმოებაში ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  დროშა.

4. მუნიციპალიტეტის გამგეობა სიმბოლოების გამოყენების დროს ხელმძღვანელობს „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და ,„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონების  და სხვა მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით.“

  2. დებულების მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. დ)  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვლოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს“.

3. დებულების მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის „დ. ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ.ბ) საკრებულოს  თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის არასამეწარმო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სამეწარმო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა  და მათში  გაწევრიანების შესახებ.  მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის აქციების შეძენის შესახებ. სამსახურში  ნიშნავს და  ათავისუფლებს კერძო სამართლის არასამეწარმო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდული პირების ხელმძღვანლებს“.

4. დებულების  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური“.

5. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.                                          

6.დებულების მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უზრუნველყოს მუნციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამსახურების მატერიალურ–ტექნიკური მომარაგება“.

 7. დებულების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი