„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016230
29
30/03/2015
ვებგვერდი, 02/04/2015
200230000.35.161.016230
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2015 წლის 30 მარტი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6. მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 25 მარტის №1075 შუამდგომლობის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ცვლილება იქნეს შეტანილი „გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  ქონების  სასყიდლიან  სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწაზე  საწყისი  წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 02/03/2015; 200230000.35.161.016220). დადგენილების პრეამბულაში ბოლო სტრიქონს დაემატოს სიტყვები: „36-ე მუხლის მეორე პუნქტის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 „საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის  საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014  წლის  8. დეკემბრის  №669  დადგენილების 36-ე მუხლის მეორე პუნქტის  საფუძველზე,  გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო :“.

მუხლი 2
დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს სიტყვები საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%­-ის ოდენობით. სიტყვებთან „შემდეგი ოდენობით“ ერთად ამოღებული იქნას პირველი, მეორე და მესამე პუნქტები და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას წლიური ქირა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%­-ისა.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ.რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ.№6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი