დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 599 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018871 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №599
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 20 თებერვლის რიგით მე-3 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განახორციელოს ქ. გარდაბანში, ყოფილ სამხედრო დასახლება „პობედასა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 1400 ჰექტარ მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საქართველოში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების შექმნის საპილოტე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება , Fortuna Holdings BV-სთან, 200000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში, რომელიც არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.
2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 100%-ის გადახდა საკუთარი სახსრებიდან, ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლისათვის, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები