ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016185
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21/2015
31/03/2015
ვებგვერდი, 01/04/2015
010210010.15.008.016185
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2015 - 18/02/2019)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2015

2015 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისა და შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების:

ა) საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები.

ბ) საზღვრების, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების დაზუსტება, განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით.

მუხლი 2
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 3
საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის:

ა) საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა;

ბ) საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ  შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის წარდგენის ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე  არაუგვიანეს მე- 40 დღისა;

გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა.

მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი