ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word
ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018869
  • Word
597
19/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018869
ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 597

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში - ფონდი) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II-ის განხორციელება, რისთვისაც „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ასიგნებები გათვალისწინებულია პროგრამული კოდით „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (მსოფლიო ბანკი) (25 03 07)“;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების მხრიდან საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებას .

2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ უფლება, ამავე დანართით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დანართში მითითებული  ოდენობით, აიღონ სესხი  ფონდისაგან.

3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული პროექტის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობის ფარგლებში გადასახდელი თანხების ნაწილობრივ დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ეტაპობრივად გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, ფონდის მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი

 

 

დანართი

ლარი

თვითმმართველი ერთეულის დასახელება

ქვეპროექტის დასახელება

სესხის ოდენობა

1

მესტიის მუნიციპალიტეტი

სოფელ მულახის თემის ცენტრის  რეაბილიტაცია

1,079,630

2

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაცია

1,098,263

3

კასპის მუნიციპალიტეტი

ქ. კასპის სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია

815,054

4

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაცია

1,264,462

5

მარტვილის მუნიციპალიტეტი

სოფლების - სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის რეაბილიტაცია

1,082,966

6

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სოფლების - ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

1,415,692

 

სულ ჯამი

6,756,067