„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018866
  • Word
594
19/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018866
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №594

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში (მართვის უფლებით) გადასაცემი ქ. ბათუმში ანგისის დასახლებაში მდებარე ქონების (მიწა (უძრავი ქონება), საკადასტრო კოდი: 05.32.01.049 და შპს „ CRISTAL“ -ის 100%-იანი წილი, რომლის საკუთრებაშია უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 05.32.01.316) შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 2  263  500 (ორი მილიონ ორას სამოცდასამი ათას ხუთასი) ლარი და 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი.“.

პ რემიერ-მინისტრი                                                         ი. ღარიბაშვილი