სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018865
  • Word
593
19/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018865
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 593

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას( ს/ნ №203866824 ) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრძელველში მდებარე 1978.2 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი (საკადასტრო კოდი -  №73.00.006) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე 13266.4 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი (საკადასტრო კოდი - №51.00.379), უზუფრუქტუარის არსებობის ვადით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრძელველისათვის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                 . ღარიბაშვილი