ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.104.016229
17
30/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
040090000.35.104.016229
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2015 წლის 30 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის N39 დადგენილება;
ბ) „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის შესახებ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის N40 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია