„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 24/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016225
13
30/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
010250040.35.104.016225
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 30 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის  დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  30/07/2014,  სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016160):
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 32-ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს  კონსულტანტებს;“

ბ) 35-ე მუხლის მე-10 პუნქტი–შემდეგი რედაქციით:

„10. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.“

გ) 51-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით;“

დ) 87-ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს გამგებელი, თანამოხსენებას–საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.“

ე) 90-ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს  საჯარო განხილვისთვის . ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად, თუ საკრებულოს მოთხოვნით მოწვეული იყო დამოუკიდებელი აუდიტი, სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტი, სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმებული მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს  საკრებულოს ის კომისია (კომისიები),  რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის  განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომის გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“

ვ) რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველ, მე–5 და მე–7 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე–4 პუნქტში, 35-ე მუხლის მე–14 პუნქტში, 65-ე მუხლის მე–5 პუნქტში, 93-ე მუხლის პირველ და მე–2 პუნქტებში, 98-ე მუხლის მე–8, მე–9, მე–10 და მე–11 პუნქტებში სიტყვები: „სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის“ შეიცვალოს სიტყვებით „იურიდიული სამანდატო და საპროცედურო საკითხთა;“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია