დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| VIII სალიცენზიო ბლოკზე 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018886 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №590
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
VIII სალიცენზიო ბლოკზე 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფოს, წარმოდგენილს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახით და შპს „სტრეიტ ოილ ენდ გეს (აჭარა)-ს“ შორის 2011 წლის 9 ნოემბერს VIII სალიცენზიო ბლოკზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება №2-ის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები