დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 8 აგვისტის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.153.016269 |
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 8 აგვისტის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის გამგეობის დებულებაში და დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 12. გამგებლის წარმომადგენლი გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულში 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებელს ჰყავს წარმომადგენლები შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ა) ქსნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსანი; ბ) ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ციხისძირი; გ) წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წეროვანი, ჩარდახი, სოფ. გოროვანი, სოფ. სხალტბა; დ) ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი; ე) ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ვაზიანი; ვ) მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა, სოფ. ძველი ქანდა; ზ) ძალისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძალისი; თ) წილკნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წილკანი; სოფ. ერედა; ი) მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მისაქციელი, სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი; კ) აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა, სოფ. ნავაზი; ლ) საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. საგურამო, სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამური, ზაჰესი (მცხეთის თემში შემავალი ტერიტორია), სოფ. არაშენდა, სოფ. ჯიღაურა; მ) გალავანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. გალავანი, სოფ. წინამძღვრიანთკარი, სოფ. ზაქარო, სოფ. ბურიანი, სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ბიწმენდი, სოფ. ჭილაანთკარი; ნ) ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. კევლიანი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა; ო) ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძეგვი, სოფ. სათოვლე (ნაბაღრები), სოფ. ხეკორძი, სოფ. კარსანი, სოფ. მუხათგვერდი; პ) ლისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ. ბევრეთი, სოფ. ტაბარუკი, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. აგარაკი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა; ჟ) ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი, სოფ. ზემო ნიჩბისი, სოფ. სასხორი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები