შპს "ჭოროხი-2009"-ის მიერ "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია "GG"-ის "GG040/EX 2621"-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018885
589
19/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018885
შპს "ჭოროხი-2009"-ის მიერ "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია "GG"-ის "GG040/EX 2621"-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №589

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

შპს ,,ჭოროხი-2009“-ის მიერ „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/EX 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ EX 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №243 დადგენილების შესაბამისად, თანხმობა მიეცეს შპს ,,ჭოროხი-2009“-ს (ს/კ 245626595) განახორციელოს ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ EX 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) (შემდგომში - ნარჩენი) იმპორტი.

2. შპს „ჭოროხი-2009“-ის მიერ ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის, მის მიერ ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისათვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ბეტონის საწარმოებლად. ამ მიზნით:

ა) ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს თურქეთის რესპუბლიკიდან;

ბ) ნარჩენის ოდენობა განისაზღვროს 17 040 ტონით;

გ) ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს საავტომობილო გზის საშუალებით;

დ) ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

პრემიერ-მინისტრი                                                                          ი. ღარიბაშვილი