დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE“-ის,სს „RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT“-ისა და სს „ფანდ ინვესთმენთის“ თანდართული ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების სიის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 588 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018884 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №588
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE“-ის, სს „RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT“-ისა და სს „ფანდ ინვესთმენთის“ თანდართული ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების სიის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 55-ე ნაწილის, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და „ოლიმპიური სოფლის მშენებლობისა და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიასა და სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE“-ს, სს „RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT“-სა და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ“ 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 8.1.1 (i) პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ამ განკარგულების დანართში ჩამოთვლილი ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების ჩამონათვალი (სია), რომელთა იმპორტისას სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE“, სს „RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT“ და სს „ფანდ ინვესთმენთი“ (ინვესტორი) გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადით დაბეგვრისაგან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები