დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით, და კომპანია "Pomagalski"-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018883 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №587
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით, და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით, და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახით, სამინისტროსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულ შპს „თეთნულდი დეველოპმენტსა“ და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გასაფორმებელი მხარეთა შეთანხმების პროექტი.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ მხარეთა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ხელი მოაწეროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები