დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016268 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისადმცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N45 დადგენილებაში (სსმ, 25.12.2014; 190020020.35.153.016250) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები 7 905.8 ათასი ლარის ოდენობით.
დ) დადგენილების მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები 2 018.8 ათასი ლარის ოდენობით.
ე) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 8 865,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლში და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 063,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
„ა“ განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 434,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ზ) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3 023,2) ათასი ლარის ოდენობით. ი) დადგენილების მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ( - 3 180,4) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3 180,4 ათასი ლარის ოდენობით. მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები კ) შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.5 ქვეპუნქტში და მე-4 პუნქტის 4,1 ქვეპუნქტში, ასევე, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს 2.5.4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2.2.5 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. მიმდინარე წელს დასრულდება სოფ. ლისში ამბულატორიის ეზოს შემოღობვა და გაზიფიცირება, სოფ. წეროვანში და სოფ. წილკანში ლტოლვილთა დასახლებაში ამბულატორიის ეზოს შემოღობვა და გაზიფიცირება, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შიდა სამშენებლო (გადასატიხრი) მასალების შესყიდვა, სოფ. წილკანში ლტოლვილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, სოფ. ჩარდახში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; 2015 წელს დაგეგმილია სოფ. ციხისძირის საბავშვო ბაღის მშენებლობის თანადაფინანსება; სოფელ წეროვანში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მშენებლობა; ადმინისტრაციული შენობების და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების (სოფ. გალავანი, ნიჩბისი, მისაქციელი და სხვა) სარემონტო სამუშაოები; სოფ. ვაზიანში სარიტუალო სახლის ბუნებრივი აირის და ელ.ენერგიის ქსელზე მიერთება. 2.5.4 სკვერების, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა/რეაბილიტაცია; მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფ. ბიწმენდში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა და სოფ. მუხრანში სამამულო ომის მონაწილეთა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 01) 2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა(ა)იპ „თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“, სადაც სწავლობს 225 მოსწავლე; 4.1.2 შპს საფეხბურთო კლუბი „მცხეთა“ (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ქართული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისათვის შპს საფეხბურთო კლუბ „მცხეთა“-ს ფინანსურ მხარდაჭერას; ლ) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები