დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს"ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 550 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018880 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №550
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები