დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 547 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018877 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №547
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნიდერლანდების ეკონომიკურ საქმეთა სამინისტროს სუბსიდიარ RVO.NL-ს შორის „დარიშხანის შემცველი სამთო ნარჩენების მართვა საქართველოში“ პროექტის დაფინანსების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გამოუყოს 114 294 (ას თოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები