,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016312
14
07/04/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
120010000.22.026.016312
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №14

2015 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:

მუხლი 1
 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით (ვებგვერდი, 120010000.22.026.016301,11/02/2015) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,’’ და ,,’’ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, ამავე კანონებით განსაზღვრული მიზნის  მიღწევის უზრუნველსაყოფად;

ბ) გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დანაშაულის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე;’’.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა)  ფინანსური შემოწმების სამმართველო;’’.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს,  ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს (გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა) და ამტკიცებს დასკვნებს;’’.

4. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო)

საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო) ახორციელებს გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დანაშაულის გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე.’’.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე