დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის 2015 წლის 16 თებერვალს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი მომსახურებების შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 534 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018861 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №534
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის 2015 წლის 16 თებერვალს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი მომსახურებების შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის 2015 წლის 16 თებერვალს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი მომსახურებების შესყიდვა 77 140 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ას ორმოცი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები