„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016204
19
30/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
010250050.35.138.016204
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2015 წლის 30 მარტი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016129) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამშენებლო“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ.  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური”.

2. მე-12 მუხლის მე-5 ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნას სიტყვა „სამშენებლო“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებაზე წინადადებების შემუშავება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება­-განხორციელება; მუნიციპალიტეტის სივრცით­ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე