აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018858
  • Word
600
19/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018858
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №600

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 1 წლის ვადით.

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი